საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პოლიტიკური ურთიერთობები ბუნებრივად ვითარდება, მაღალი დონეზე კონტაქტები რეგულარული ხასიათისაა, პოლიტიკური დიალოგი აქტიურია. ორი მეგობარი და ძმური ქვეყანა სიტყვასიტყვით ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული და საერთაშორისო ორგანიზაციებშიც მუდმივად უჭერს მხარს ერთმანეთს.
როგორც InterPress.ge იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ კავლელაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ქვეყნებს შორის არსებული მრავალრიცხოვანი საინვესტიციო პროექტები დიდ გეოგრაფიაზე გავრცელებულ მნიშვნელობას ატარებს. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ერთობლივად განხორციელებული ნავთობისა და გაზის პროექტები, ნავთობსადენები, გაზსადენები და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო პროექტები მართლაც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
