„საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ხალხები მშვიდობაში, კეთილმეზობლობასა და ძმურ გარემოში ცხოვრობდნენ და დღესაც ასე გრძელდება. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა“ – ამ განცხადებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ კავლელაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გააკეთა. ინფორმაციას „Report“ ავრცელებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო ერთად ახორციელებენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს:
„ეს პროექტები დიდ მნიშვნელობას ატარებს როგორც ჩვენი ქვეყნების და ხალხებისთვის, ისე უფრო ფართო გეოგრაფიისთვის.“
