InterPress.ge - ს ინორმაციით ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ADA-ს უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე "ახალი მსოფლიო წესრიგისკენ" გამოსვლისას განაცხადა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო მეთაურის თქმით:
„მიუხედავად ყველა განადგურებისა და აზერბაიჯანელი ხალხის ტკივილ-სევდისა, ასეთი განვითარება ვერ განხორციელდა. სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დაკარგა ეს შესაძლებლობები როგორც ეკონომიკური, ასევე სატრანსპორტო მარშრუტების კუთხით. თუ შევხედავთ აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებს, ვნახავთ, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება, ტრანსპორტი, ინვესტიციები, პოლიტიკური დიალოგი – ეს ყველაფერი უპირატესობად გვევლინება. ფაქტობრივად, სომხეთმა თავად მოიკვეთა თავი ამ შესაძლებლობებისგან – ოკუპაციისა და აგრესიის შედეგად ის ვერ იქცა სატრანზიტო ქვეყანად.“
