"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" (ISSA) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა 46,5% - ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მაღალ ფასებს მიიჩნევს; 42,1% - უმუშევრობას; 21,0% - ქართველების ემიგრაციას ქვეყნიდან
კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რომელია სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებიც, დღესდღეობით, ქვეყნის წინაშე დგას? პასუხები ასე გადანაწილდა:
- 46,5% - მაღალი ფასები
- 42,1% - უმუშევრობა
- 21,0% - ქართველების ემიგრაცია ქვეყნიდან
- 18,0% - ნარკოტიკების გავრცელება/გამოყენება
- 16,4% - სიღარიბე
- 15,5% - უსამართლოდ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები
- 15,4% - კრიმინალი და დაუცველობა
- 13,0% - დაბალი ხელფასები
- 12,0% - ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა
- 12,9% - დაბალი პენსიები
- 11,6% - ზოგადი განათლების ხარისხი
- 8,3% - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შელახვა
- 7,3% - უმაღლესი განათლების ხარისხი
- 6,8% - სასამართლოს დამოუკიდებლობა
- 6,5% - ლგბტ ცხოვრების წესის გავლენა
- 6,3% - რუსეთთან ომში საქართველოს ჩართვის საფრთხე
- 4,0% - დასავლეთთან ცუდი ურთიერთობა
- 3,8% - ქართული ოცნების მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის უნდობლობა
- 3,7% - რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები
- 2,3% - სუსტი პოლიტიკური ოპოზიცია
- 2,7% - სხვა
- 0,3% - ეთნიკური უმცირესობების გარიყვა/მათ მიმართ უყურადღებობა
- 0,1% - მიჭირს პასუხის გაცემა
- 0,4% - უარი პასუხზე
კვლევა 2025 წლის 18-30 იანვარს "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" ჩაატარა. გამოიკითხა 2 000 რესპოდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.
.jpeg)