InterPress.ge-ს ინფორმაციით Prius მარკის ავტომობილი გასწრების დროს Mercedes-Benz მარკის ავტომობილს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე მძღოლმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების ჯგუფი და მაშველები.
დაშავებულები მარნეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
.jpeg)
