საქართველო თავისი ღირებულებებით ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ასევე გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული სივრცის ნაწილი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ სტრატეგიული არჩევანი გააკეთა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის განვითარების უპირობო მიმართულებად დაადგინა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა უკვე რამდენიმე ათწლეულია გრძელდება და დღეს ჩვენ ევროკავშირთან უფრო ახლოს ვართ. დღეს საქართველოს უცვლელი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირში ინტეგრაციაა. საქართველო ევროკავშირს თანდათანობით და თანმიმდევრულად უახლოვდება, ყველა სფეროში ყველაზე საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს და ნორმებს ახორციელებს, საერთო ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს იცავს.
პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროეტის ერთიანი საქართველო ევროპისათვის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
.jpg)
