აშშ-ის სახელმწიფო დეპარტარტამენტმა ქართველი სამართალდამცავების, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები შემოიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტი სახაზინო დეპარტამენტის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის "მაგნიტსკის სასანქციო პროგრამის" ფარლებში დასანქცირებას აღნიშნავს (რაც ფინანსურ სანქციებს მოიცავს) და საკუთარ სანქციებსაც აანონსებს.
"სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ნაბიჯებს დგამს, რათა სავიზო შეზღუდვები შემოიღოს დამატებითი ქართველი პირების წინააღმდეგ, მათ შორის სამართალდამცავებისა და უსაფრთხოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალოვაში იყვნენ ჩართული, და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავისი ძალაუფლება ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის იძულებისა და დაშინების გარეშე უფლების შესაზღუდად", -
