"ქალაქის ე.წ. მერი გვიწყობს პროვოკაციას... ყველამ ვიცით, რას ემსახურება ხვალ დაგეგმილი ღონისძიება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ქალაქის ე.წ. მერი გვიწყობს პროვოკაციას. რომელმაც დაგეგმა ხვალ 19:00 საათზე ვითომცდა ნაძვის ხის ანთება ბავშვებთან ერთად. ეს აშკარად პროვოკაციაა. უკვე ორი კვირაა იმ ადგილას იმ დროს არის პროტესტი. ხვალ რადგან პარლამენტში იმართება პაროდია, რომელზედაც შემდგომ მოგახსენებთ, ამ დღესაც უთოდ იქნება ძალიან დიდი პროტესტი. იმ ადგილას მოწყობა ამ ღონისძიების, სწორედ სწორედ შვიდ საათზე, სწორედ პარლამენტის წინ, ყველას კარგად გვესმის ეს რატომ არის გაკეთებული და რას ემსახურება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
