აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი სრულად აქვთ გადაკეტილი, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო აქციებს ამ წუთებშიც მართავენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც საბოლოდ სწორედ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.
ქალაქის მასშტაბით თითქმის მთელი დღის მანძილზე მიმდინარე პროტესტების გამო, თბილისში საავტომობილო მოძრაობა, გარკვეულ მონაკვეთებში შეზღუდულია.
ასევე, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა ცოტა ხნის წინ IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "საქართველო", "გაიფიცე". მათ თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
