"რადიო თავისუფლებას" ინფორმაციით, დაზარალებულს ბოლნისის საავადმყოფოში პირველადი დახმარება უკვე გაუწიეს და ახლა პოლიციაში კითხავენ.
ფიქრია ეპიტაშვილის მეგობრის, ნატა ცნობილაძის განცხადებით, მომხდარი ფაქტი ფიქრია ეპიტაშვილის სამოქალაქო პოზიციას უკავშირდება.
როგორც ნატა ცნობილაძე ამბობს, ფიქრია მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, კაზრეთიდან თბილისში დადის აქციებზე დასასწრებად და ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც საჯაროდ წერს.
