პოლიცია მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე” მოქალაქეებს ჩხრეკს.
პოლიციელები აჩერებენ პირებს, რომლებიც საქართველოს დროშებით გადაადგილდებიან. ამასთან, პოლიცია მოქალაქეებს უმოწმებს ჩანთებს.
როგორც სამართალდამცავები განმარტავე, ისინი არ აწარმოებენ ჩხრეკას, არამედ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს იცავენ.
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ პოლიცია მოქალაქეებს ჩხრეკა გუშინაც მიმდინარეობდა, რა დროსაც „ზედაპირული დათვალიერების“ საფუძველზე დააკავეს რამდენიმე პირიც.
პარალელურად რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მომაწილეებს რუსთაველის გამზირი აქვთ გადალეტილი.
İpn
