არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიება, ქართველი ხალხის არჩევანის დაცვა და დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციები - ეს იყო პროევროპული ოპოზიციისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხები.
შეხვედრას 4 ოპოზიციური გაერთიანების, "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველოს", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა" და "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"პრეზიდენტი არის გომაგი, რომ ქართველი ხალხის პროევროპული ნება იყოს დაცული. რა მოხდება ამის შემდეგ, როგორ შეიძლება გავაგრძელოთ ჩვენი მოთხოვნა საერთაშორისო გამოძიებისა, რა პერსპექტივა აქვს ამას დღევანდელი ვითარების ფარგლებში ევროკავშირში...
ძალიან გააქტიურდება მუშაობა ჩვენ მიმართ, განსაკუთრებით დიპომატიური კუთხით. ეს პარლამენტი რჩევა აუღიარებელი ამ ეტაპზე - ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით და საპროტესტო მუხტის შენარჩუნების თვალსაზრისით", - განაცხადა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ.
Mtavari.tv
