კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

პაველ ჰერჩინსკი - წევრი ქვეყნები განიხილავენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას მომავალ დღეებსა და კვირებში, მათ შორის, უმაღლეს, ევროკავშირის ლიდერების დონეზე

29
პაველ ჰერჩინსკი - წევრი ქვეყნები განიხილავენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას მომავალ დღეებსა და კვირებში, მათ შორის, უმაღლეს, ევროკავშირის ლიდერების დონეზე
მოსასმენად დააჭირეთ

ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებები და დასკვნები მიუთითებენ რამდენიმე სერიოზულ დარღვევაზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთო-ს რეკომენდაციებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ…

ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებები და დასკვნები მიუთითებენ რამდენიმე სერიოზულ დარღვევაზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთო-ს რეკომენდაციებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს, რადგან ეს არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისათვის.

„ჩვენ განვაგრძობთ მდგომარეობის ძალიან ყურადღებით მეთვალყურეობას. ეუთო/ოდირი არის ის მთავარი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აფასებს, არჩევნები აკმაყოფილებენ თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს. მათი წინასწარი მიგნებები და დასკვნები მიუთითებენ რამდენიმე სერიოზულ დარღვევაზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთო-ს რეკომენდაციებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და გააცნობიერონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ჩვენ, ასევე, შევნიშნეთ საქართველოს პროკურატურის განცხადებები. ეს დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისათვის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკვე გამოაცხადა, რომ იგი განიხილავს საქართველოში არსებულ სიტუაციას ევროპული საბჭოს არაოფიციალურ შეხვედრაზე, ბუდაპეშტში 8 ნოემბერს.

„თქვენ ხედავთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკვე გამოაცხადა, რომ იგი განიხილავს საქართველოში არსებულ სიტუაციას ევროპული საბჭოს არაოფიციალურ შეხვედრაზე, ბუდაპეშტში 8 ნოემბერს. გუშინ ბრიუსელში პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წინასწარი განხილვა გაიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ვითარებას 18 ნოემბერს განიხილავენ. ყველა ვარიანტი განიხილება. სხვადასხვა ვარიანტი მოითხოვს გადაწყვეტილების მიღების განსხვავებულ გზას. თქვენ დამისვით კითხვა სანქციების შესახებ. როგორც არაერთხელ გამიმეორებია, ევროკავშირის შემთხვევაში შემაკავებელი ზომების შემოღება, სანქციების შემოღება ერთსულოვნებას მოითხოვს. უვიზო რეჟიმის შეჩერება მოითხოვს მხოლოდ ხმების კვალიფიციურ უმრავლესობას. ეს ყველაფერი განიხილება წევრ სახელმწიფოებთან. გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში უახლოეს დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის რეჟიმშიც დევს გარკვეული დაცვის მექანიზმები და ეს არის ევროპული კომისიის კომპეტენცია, რომ მუდმივად აწარმოებდეს მონიტორინგს, სრულდება თუ არა აღნიშნული დაცვის მექანიზმები.

„ევროპულ კომისიას ევალება, წევრ ქვეყნებთან განხილვა დაიწყოს, თუ სხვადასხვა საკონტროლო ნიშნულები არ იქნება დაცული და ის ძირითადი პრინციპები, რომლის საფუძველზეც ეს შეთანხმება შედგა, მეტად აღარ მოქმედებს. როგორც ბევრჯერ იყო ნათქვამი, ყველა ვარიანტი განიხილება“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრისას ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეები მივიდნენ კენჭისყრაზე, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მოქალაქეები.

„ეს არჩევნები გადამწყვეტი იყო ევროკავშირის გადმოსახედიდან. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეები მივიდნენ კენჭისყრაზე, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მოქალაქეები. ამ არჩევნების ჩატარება აღინიშნა დარღვევებით. ეს უნდა გამოიძიონ და გამოასწორონ გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. დიახ, როგორც ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა არ გამოაცხადეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებულად, მაგრამ ასევე არ განაცხადეს ამის საპირისპირო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დამატებითი გამოძიება. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ყველა შესაბამისი უწყება დაუყოვნებლივ, დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ გამოიძიებს ყველა ბრალდებას და შესაბამის ზომებს მიიღებს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, ევროკავშირი ყურადღებით განაგრძობს მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას.

„ეუთო/ოდირი არის ის მთავარი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აფასებს, არჩევნები აკმაყოფილებს თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს. არ გვაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებაში. ეს იყო ძალიან ფართო დაკვირვება, რომელიც შედგებოდა რამდენიმე დელეგაციისგან, რომელშიც ასევე შედიოდნენ ევროპარლამენტის წევრები. ეუთო/ოდირმა არ გამოაცხადა არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად, მაგრამ ასევე არ განაცხადეს საწინააღმდეგო. მათ აღნიშნეს, რომ არჩევნების დღეს, ასევე საარჩევნო კამპანიის დროს, ადგილი ჰქონდა მრავალ დარღვევას. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სხვა შესაბამისი უწყებები ამას გამოიძიებენ. ჩვენ ძალიან ყურადღებით გავუწევთ მეთვალყურეობას ამ სიტუაციას და წევრი ქვეყნები განიხილავენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას მომავალ დღეებში და კვირებში, მათ შორის, უმაღლეს დონეზე – ევროკავშირის ლიდერების დონეზე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

1tv

 

 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →