2020 წელს, 15:00 საათზე საკუთარი არჩევანი 127 9947 მოქალაქეს ჰქონდა დაფიქსირებული, რაც მაშინდელი საერთო მონაცემის 36,45 %-ს შეადგენდა. რაც შეეხება 2012 წლის მონაცემებს,15:00 საათზე მაშინ 162 5818 ამრჩეველს ჰქონდა საკუთარი ხმა დაფიქსირებული – სრული რაოდენობის 36,45-ს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. უბნების უმრავლესობაში კენჭისყრა ელექტრონული აპარატების მეშვეობით მიმდინარეობს, რაც იძლევა საშუალებას, ხმები უფრო სწრაფად დაითვალოს.
ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
