„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი, დავით შერაზადიშვილი ამომრჩეველთა ინფორმირებას აგრძელებს.
ამჯერად იგი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლების- ხახალაჯვარის, ჭრეშისა და დარბაზის მოსახლეობას შევხვდა.
დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივებთან ისაუბრა დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე. ამასთან, მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად ავირჩევთ მშვიდობას და განვაგრძობთ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
.jpg)
