ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.
კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? შედეგები ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება“ - 59.5%
- „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად - 13.6%
- გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანება - 10.3%
- ხაზარაძის გაერთიანება - 4.5%
- გიორგი გახარია პარტია - 3.8%
- იაგო ხვიჩიას „გირჩი“ - 2.7%
- პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 2.5%
- სხვა პარტიები - 3 .1%
ამ მონაცემებით, 5%-იან ბარიერს მხოლოდ სამი პარტია ლახავს.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1700 ადამიანი. ცდომილება +/- 3%-ია.
