საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული შესყიდვიდან ირკვევა, რომ პროექტის სავარაუდო ღირებულება 19 660 008 ლარს შეადგენს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 22 თვეში.
წინადადებების მიღება 27 ოქტომბერს დაიწყება და 1-ელ ნოემბერს დასრულდება.
