ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ პერიოდში ჩვენ ძალიან გავზარდეთ სამხედრო ძალა, შეიქმნა ახალი შეიარაღებული ნაწილები, რამდენჯერმე გაიზარდა სპეცდანიშნულების რაზმები. შეიქმნა ახალი სპეცდანიშნულების რაზმები და სამეთაურო რაზმები და მათი რაოდენობა წლიდან წლამდე გაიზრდება.
InterPress.ge იუწყება, რომ ეს სიტყვები პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მე-7 მოწვევის მილი მეჯლისის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არმიის საბრძოლო შესაძლებლობები გაიზარდა, ტექნიკის მარაგი არის და იქნება საჭირო დონეზე.
„სომხეთმა და მის უკან მდგომმა ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენთან შანტაჟის და ულტიმატუმების ენით საუბარი შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ გავცეთ ნებისმიერი პასუხი - შეგვიძლია ეს და ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ამისთვის“, - აღნიშნა ალიევმა.
