კობახიძემ სანქციების აღსრულებაზე, ერთგვარი მითითება გასცა ბანკებისთვის:
"საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის. კონსტიტუციას აქვს თავისი ჩარჩოები. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და კანონმდებლობა და საქართველოში ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. დანარჩენს ყველა ერთად შევხედავთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შემდეგ, საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ კომერციული ბანკები დაიცავენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.
Mtavari.tv
