"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჯავშანიანის, კიანეთის, საბერეთის, მუშევანისა და ქვეშის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და შეაჯამა ადგილზე განხორციელებული პროექტები.
„ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა ჯავშანიანის, კიანეთის, საბერეთის, მუშევანისა და ქვეშის მოსახლეობასთან. განვიხილეთ ზოგადი გამოწვევები, მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები. ხაზი გავუსვით 26 ოქტომბრისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
მე მჯერა, ჩემი ბოლნისელების უპირობო მხარდაჭერის!,“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
.jpg)
.jpg)
.jpg)
