კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

უახლესი საფეხმავლო ბილიკი - "ეფელერის გზა" (Efeler Way) იზმირში

51
უახლესი საფეხმავლო ბილიკი - "ეფელერის გზა" (Efeler Way) იზმირში
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთში უამრავი საფეხმავლო ბილიკი არსებობს. ერთ-ერთი უახლესი და საინტერესო სალაშქრო ბილიკი არის "ეფელერის გზა" (Efeler Yolu), რომელიც "Green Destinations-მა 'Top 100 Stories' -ში მოიხსენია. მარშრუტი მოიცავს ულამაზეს…

თურქეთში უამრავი საფეხმავლო ბილიკი არსებობს. ერთ-ერთი უახლესი და საინტერესო სალაშქრო ბილიკი არის "ეფელერის გზა" (Efeler Yolu), რომელიც "Green Destinations-მა 'Top 100 Stories' -ში მოიხსენია. მარშრუტი მოიცავს ულამაზეს სოფლებს და იგი დიდ გამოწვევას სთავაზობს ბუნების მოყვარულებს. მისი სიგრძეა 500 კმ.

აღნიშნული რეგიონი ოდითგანვე გამორჩეულია კულტურული თვალსაზრისით. აქ უამრავი ცივილიზაცია არსებობდა - ხეთები, ფრიგიელები, ოსმალები და რომაელები, რაც მის განსაკუთრებულობას უფრო მეტად ამყარებს.

ეფე ან ეფეები (Efe-Efeler) - ასე ეძახდნენ თურქეთის დასავლეთ ანატოლიაში, აიდინის, მუღლასა და ისპარტას რეგიონებში მცხოვრებ ზეიბექების ლიდერებს, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ და არსებული სისტემის წინააღმდეგ სხვადასხვა მიზეზის გამო აჯანყებებს აწყობდნენ. ეფეებს ხასიათის სიმტკიცის, გამბედაობისა და უშიშრობის გამო ირჩევდნენ, ან კიდევ იმის მიხედვით ვისაც უფრო მეტი „გმირული“ საქციელი ჰქონდა ჩადენილი. მათ ბრძოლების დროს გადამწყვეტი როლი ითამაშეს თურქეთის გადარჩენაში.

ეფელერის გზა იწყება ბორნოვას რაიონის სოფელ ქავაქლიდერედან (Kavaklıdere village) და მთავრდება ღვთისმშობლის სახლში ბულბულდაღში.

სოფლები, რომლებმაც აქამდე შეინარჩუნეს კულტურული ღირებულებები

გაგიკვირდებათ და ეფელერის გზა რომ გაიაროთ მთლიანად, ალბათ ერთი თვე დაგჭირდებათ. მარშრუტი ისეა გათვლილი, რომ მასში შედის იმ 28 სოფლის დათვალიერება, რომლებმაც აქამდე შეინარჩუნეს თავიანთი კულტურული ღირებულებები. მის ფარგლებში დაათვალიერებთ - შირინცეს, ბირგის, ბეიქოის, ოზდაღს და სხვ.

აღსანიშნავია სოფელი შირინცე, რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) "2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ სოფლებს შორის" დაასახელა. იგი თურქეთის ეგეოსის სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სოფელია, რომელიც ყურადღებას იპყრობს თავისი ბუნებით, ისტორიით, კულტურითა და გასტრონომიით. შირინცეში ნახავთ ადგილობრივ ვენახებს, საიდანაც მიღებული ყურძნით საოცარ ღვინოებს ამზადებენ. ასეე შეგიძლიათ გაეცნოთ ადგილობრივ ღვინის დამზადების პროცესებს. 

უნდა აღვნიშნოთ სოფელი ნაზარქოიზე, (Nazarköy),რომელიც მარშრუტის ერთ-ერთი პირველი გაჩერებაა. იგი ცნობილია თავისი დიდი თვალის მძივების დამზადებით, (nazar boncukarı), რომლებიც შექმნილია უარყოფითი ენერგიების მოსაშორებლად.

საგულისხმოა სოფელი ბირგიც, რომელიც 2022 წელს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის "საუკეთესო ტურისტულ სოფლებს" შორისაა ჩამოთვლილი. აქ უამრავი ღირსშესანიშნაობა არსებობს, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის დიდი მეჩეთი (აიდინოღლუ მეჰმეთ ბეის მეჩეთი). იგი ჩაქირაღას სასახლესთან მდებარეობს. 

ეფელერის პასპორტი

აღსანიშნავია Efeler Way-ის პასპორტი", რომელიც ტურისტებს შეუძლიათ მიიღონ www.efeleryolu.com ან Efeler Way Friendly Establishments საიტებზე. მას ასევე აქვს სპეციალური აპლიკაცია, რომლითაც შეძლებთ მარშრუტის ფარგლებში გზა გაიკვალოთ და თქვენი მოგზაურობა უფრო სასიამოვნო გახდეს. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →