4 სექტემბერს, დაახლოებით 19:35 საათზე, ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის ორდუბადის რაიონის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„აღნიშნული მიმართულებით ჩვენი ქვედანაყოფების მიერ მიღებული იქნა ადეკვატური კონტრზომები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
.jpg)