InterPress.ge-ს ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12:00 საათის მონაცემებით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა 20,39 პროცენტმა (1 მილიონ 309 ათას 522) ისარგებლა საარჩევნო უფლებით.
საანგარიშო უბნების რაოდენობაა 6478.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნებში 125 დეპუტატობის მანდატისთვის 990 კანდიდატი იბრძვის. აზერბაიჯანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 6 მილიონ 421 ათას 960 ადამიანს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრა 125 საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ 6478 საარჩევნო უბანზე ტარდება. მათგან 54 ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ჩამოყალიბდა.
საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა 19:00 საათამდე გაგრძელდება.
