კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

კახა კალაძე - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რომ შევძლოთ, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება

28
კახა კალაძე - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რომ შევძლოთ, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება
მოსასმენად დააჭირეთ

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ქვეყნის შიგნითაა წარმოდგენილი, ქვეყნის გარედან იმართება. ეს არის დაჯგუფება, რომელიც ყველაფრის მკადრებელია - ეს არის ჩვეულებრივი აგენტებისგან შემდგარი დაჯგუფება, - ამის შესახებ…

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ქვეყნის შიგნითაა წარმოდგენილი, ქვეყნის გარედან იმართება. ეს არის დაჯგუფება, რომელიც ყველაფრის მკადრებელია - ეს არის ჩვეულებრივი აგენტებისგან შემდგარი დაჯგუფება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, ჯერ კიდევ არის საფრთხეები, ზეწოლა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაჩნდეს.

„ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, რა ვითარებაა ქვეყანაში, რა ძალა ებრძვის ჩვენს სახელმწიფოს. პირველ რიგში, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ქვეყნის შიგნითაა წარმოდგენილი და იმართება ქვეყნის გარედან. ეს არის დაჯგუფება, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. ხომ წარმოგიდგენიათ, გერქვას პოლიტიკოსი, შენს ქვეყანაში საქმიანობდე და ამავდროულად, შენს ქვეყანას ებრძოდე. ეს ადამიანები ბრიუსელში დარბოდნენ და ცდილობდნენ, ქვეყანაში ვიზალიბერალიზაცია არ ამოქმედებულიყო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო და კადრულობდნენ ყველაფერ ცუდს, რაც კი შეიძლება ადამიანმა იკადროს. დღესაც ასე აგრძელებენ. ეს არის ჩვეულებრივი აგენტებისგან შემდგარი დაჯგუფება, რომელიც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სახითაა წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ. ჯერ კიდევ არის საფრთხეები, ზეწოლა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაჩნდეს. ჩვენს ქვეყანას ისე როგორც არასდროს, სჭირდება მშვიდობა. მითუმეტეს იმის ფონზე, რაც მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩვენს რეგიონში ხდება.

ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა შეუძლია, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობაზე, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს.

„საუბარი იყო კონსტიტუციურ უმრავლესობაზე და ახსნილი იყო მისი აუცილებლობა. პირველ რიგში, 2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვისაც კონკრეტული წილი მიუძღვის. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რამაც ტერიტორიული მთლიანობა დაგვაკარგვინა, დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჯარისკაცები, დავკარგეთ სოფლები, განადგურდა ინფრასტრუქტურა, მივიღეთ უამრავი ლტოლვილი მოსახლეობა. ამ ყველაფერს გამოძიება და შესაბამისი პასუხისგება სჭირდება.

ასევე, დღევანდელ მოცემულობაში და მსოფლიო პოლიტიკურ ვითარებაში, ძალიან დიდი შანსია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შევძლოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ გადაწყობა მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას კარგად ესმის არსებული გამოწვევები და 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. ეს არ არის მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება, არის მშვიდობა, ქვეყნის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. მჯერა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →