სტაბილურობა და უსაფრთხოება მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია რუსეთისა და აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთქმედებებზე - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„...შეზღუდულ შეხვედრაზე ჩვენ ფართოდ განვიხილეთ რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. გასული წლის სექტემბრის შემდეგ რეგიონში მდგომარეობა სრულიად შეიცვალა. აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, ახალი პირობები ხსნის ახალ შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიაში ძლიერი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის. სტაბილურობა და უსაფრთხოება მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთქმედებებზე", - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
