InterPress.ge იუწყება, რომ ეს სიტყვები აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა თქვა: „დღეს ჩვენ უკვე გავცვალეთ თქვენთან აზრები და გამოვთქვით ჩვენი კმაყოფილება იმის გამო, თუ როგორ ვითარდება ურთიერთობები მეგობრებს, მეზობლებსა და მოკავშირეებს შორის. ჩვენ ვხედავთ დადებით დინამიკას ყველა სფეროში. ჩვენი დელეგაციების შემადგენლობაც ამას ნათლად აჩვენებს. ანუ მართლაც ბევრი თემაა განსახილველად, ურთიერთობისთვის და ჩვენი ურთიერთობის სფერო ყოველწლიურად ფართოვდება. ჩვენ დაინტერესებული ვართ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთაქტიურობა ყველა სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი იქნება შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების ერთმანეთთან დაახლოებისკენ“.
