2024 წლის მაისში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 229 ოჯახისთვის ერთჯერადი კომპენსაცია დაწესდა, რომლის მოცულობაც ერთ ოჯახზე 1 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობის განკარგულება უკვე გამოქვეყნდა.
უფრო კონკრეტულად, მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულების მიხედვით, მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილ 229 ათას ლარს ჯანდაცვის სამინისტრო შემდეგ მუნიციპალიტეტებს გადასცემს:
ახალგორის მუნიციპალიტეტი - 96 ათასი ლარი;
ერედვის მუნიციპალიტეტი - 12 ათასი ლარი;
თიღვის მუნიციპალიტეტი - 20 ათასი ლარი;
ქურთის მუნიციპალიტეტი - 101 ათასი ლარი.
განკარგუკლების თანახმად, გაცემული კომპენსაცია არ წარმოადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველს და აღნიშნული ოჯახები თავისუფლდებიან ამავე განკარგულების ფარგლებში მიღებული კომპენსაციის თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულებისგან.
