არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებიც დაფინანსებას პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ, ამ რეესტრში დარეგისტრირებას კანონი ავალდებულებთ. ამ დროისთვის, [5 აგვისტო] ამ რეესტრში არც ერთი ორგანზიაცია არ იძებენება.
ცნობილია, რომ ონლაინმედიები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები არ აპირებენ დარეგისტრირდნენ ე.წ. აგენტების რეესტრში და კანონის მიღების შემდეგ მათ დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. კანონი სამი - პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დეპუტატების - სარჩელებითაა გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში.
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პირველი აგვისტოდან ორგანიზაციებს მოუწევდათ განაცხადების გაკეთება, რადგან კანონი ამ დღიდან ამოქმედდა.
"თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე კანონში არის გაწერილი, იცით თქვენ კარგად შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას", - თქვა მინისტრმა.
.jpg)