"აზერბაიჯანის ბუნებრივ გაზს რვა ქვეყანა ყიდულობს, მათგან ხუთი - ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, უნგრეთი და რუმინეთი - ევროკავშირის წევრია. ორი არის კავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა - საქართველო და სერბეთი, ასევე თურქეთი."
InterPress.ge იუწყება, რომ ეს მოსაზრებები გამოთქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 18 ივლისს ოქსფორდში „ევროპული პოლიტიკური კავშირის“ მე-4 სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაზე „ენერგია და კავშირი“ სიტყვით გამოსვლისას.
ილჰამ ალიევმა, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინ მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა სლოვენიისა და აზერბაიჯანის გაზის თანამშრომლობის მიმართულებით, აღნიშნა: „ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე თვეში შევძლებთ სლოვენიის ბაზარზე შემოსვლას. ახლა, როდესაც ხორციელდება ევროკავშირის დამაკავშირებელი პროექტები, გაჩნდება დამატებითი შესაძლებლობები აზერბაიჯანული გაზის ექსპორტის უფრო მეტ ევროპულ ქვეყანაში“.
.jpeg)