რაც შეეხება ჩვენს ენერგეტიკულ პროექტებს, აზერბაიჯანი სანდო მიმწოდებელი იყო. თითქმის 20 წლის განმავლობაში, ისტორიაში პირველად, ჩვენ ავიღეთ ინიციატივა კასპიის ზღვის ხმელთაშუა ზღვასთან დამაკავშირებელი მილსადენის და მეზობლებთან ერთად ექსპლუატაციაში გავუშვით.
InterPress.ge იუწყება, რომ ეს მოსაზრებები გამოთქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 18 ივლისს ოქსფორდში „ევროპული პოლიტიკური კავშირის“ მე-4 სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაზე „ენერგია და კავშირი“ სიტყვით გამოსვლისას.
“ახლა ჩვენ ვაგზავნით ჩვენს ნავთობს ხმელთაშუა ზღვის თურქეთის პორტი ჯეიჰანიდან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ძალიან მგრძნობიარე წერტილებში, რომლებიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აზერბაიჯანის ნედლ ნავთობზე. ზოგიერთ ქვეყანაში აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის მოხმარება მათი მოთხოვნის 50 პროცენტს ან მეტს შეადგენს. სამ წელზე მეტია ჩვენ გავხდით გაზის მნიშვნელოვანი მიმწოდებელი“, - განაცხადა ალიევმა.
.jpg)