InterPress.ge-ს ინფორმაციით, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით და საელჩოს სამხედრო ატაშეს ორგანიზებით, 26 ივნისს - შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით თბილისში ოფიციალური მიღებითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო და სამთავრობო წარმომადგენლებმა, პარლამენტის წევრებმა, თურქეთის, ყაზახეთის და თურქმენეთის ელჩებმა, საქართველოში აკრედიტებული უცხოური საელჩოების სამხედრო ატაშეებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და დეტალურად ისაუბრა1918 წელს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების - ეროვნული არმიის შექმნის ისტორიასა და აუცილებლობის შესახებ.
ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატრიაშვილმა და აზერბაიჯანელ ხალხს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა. პ.პატრიაშვილის თქმით, აზერბაიჯანის არმია ყოველწლიურად უფრო მოდერნიზებულია და ძლიერდება, აღნიშნა, რომ ძლიერ აზერბაიჯანთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის.
სიტყვით გამოვიდა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს სამხედრო ატაშეს პოლკოვნიკი ფუად იბრაჰიმოვი და განაცხადა, რომ გასული წლების განმავლობაში აზერბაიჯანმა დაამტკიცა თავი, როგორც სანდო საერთაშორისო პარტნიორი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანის არმია მორგებულია ალიანსის სტანდარტებზე და ჩვენი სამხედროები მონაწილეობდნენ ნატოს ფარგლებში შესაბამის წვრთნებებზე, მათ შორის სამშვიდობო ძალების სახით კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.
.jpg)