არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ვარკეთილში რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაპირისპირება უბნელ ახალგაზრდებს შორის მოხდა. ნაცემი 19 წლის ბიჭი მძიმე დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, ჯგუფური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
.jpeg)