წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის 27 ქვეყნისგან მიღებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 116 მილიონი დოლარი შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ინვესტიციების მოცულობა 59.4 პროცენტით არის შემცირებული. ცობისთვის, 2023 წლის პირველ სამ თვეში შესაბამისი მაჩვენებელი 286,176 მილიონ დოლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, ინვესტიციის მოცულობის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:
ჩეხეთი - 41.,502 მლნ;
ნიდერლანდები - 32.348 მლნ;
მალტა - 11,671 მლნ;
დანია - 10,186.8;
ავსტრია - 5,656 მლნ.
