ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
"მაგრამ ქვეყნები და ეკონომიკები ჩაკეტილი ვერ იქნება. ყველანაირი პროგნოზით კორონავირუსის ინფექცია არ დამთავრდება არც დღეს არც ხვალ, არც ერთ და ხუთ თვეში. ის ალბათ, ჩვენ და მთელ სამყაროს პრობლემებს ერთი და მეტი წელი შეუქმნის, სანამ არ იქნება ეფექტური ვაქცინა და წამალი, ამიტომ ის სლოგანი, რომ ჩვენ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, ძალაში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ თანდათან და არა უცებ გავზარდოთ მობილობა. ამიტომ იხსნება სკოლები და ბაღები ეტაპობრივად, რომ ეტაპობრივად გაიზარდოს მობილობა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ipn.ge
