თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 10 ახალი პაციენტიდან ერთი არის „ლენჯერის კლასტერი“, 4 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 შემოტანილი შემთხვევა, 3-ის წყარო უცნობია და წყაროს დადგენის თვალსაზრისით კვლევა გრძელდება.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს გამოჯანმრთელებული პაციენტი არ არის. მისი თქმით, კრიტიკულად მძიმეა 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
