საქართველოში 2023 წლის მდგომარეობით, ჯამში 1 680 400 ავტომობილია რეგისტრირებული. სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს რეგისტრირებული ავტომობილებიდან ძირითადი - 85.6%, 1 438 600 ერთეული იყო მსუბუქი ავტომობილი; 118 ათასი - სატვირთო; 54 100 ავტობუსები და მიკროავტობუსები; 69 600 - სპეციალური დანიშნულების; ხოლო 100 ერთეულის კატეგორია უცნობია.
სტატისტიკის მიხედვით, მსუბუქ ავტომობილებში ლიდერობს MERCEDES-BENZ, რომელზეც რეგისტრირებული ავტომობილების 12,4% მოდის. შემდეგია TOYOTA 10,3%-ით და FORD-ი 9,2%ით.
უფრო კონკრეტულად, ტოპ-10 ავტომობილის მარკა ასეთია:
MERCEDES-BENZ -207 536 ერთეული
TOYOTA - 172 741 ერთეული
FORD - 155 337 ერთეული
VAZ – 154 096 ერთეული
OPEL – 144 596 ერთეული
BMW – 77 493 ერთეული
VOLKSWAGEN – 71 164 ერთეული
NISSAN – 67 476 ერთეული
HONDA – 63 318 ერთეული
MITSUBISH – 53 430 ერთეული
რაც შეეხება კონკრეტულ მოდელებს, ტოპ-10 ავტომობილის ჩამონათვალი ასეთია:
FORD TRANSIT – 49 177 ერთეული
TOYOTA PRIUS – 45 637 ერთეული
OPEL ASTRA – 37 128 ერთეული
VAZ 21063 – 23 105 ერთეული
HONDA FIT – 22 861 ერთეული
MERCEDES-BENZ C 180 – 18 469 ერთეული
OPEL VECTRA – 17 167 ერთეული
TOYOTA CAMRY – 16 414 ერთეული
VAZ 2106 – 15 562 ერთეული
TOYOTA RAV 4 – 15 072 ერთეული
