InterPress.ge - ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოჯახის 2 წევრი ადგილზე გარდაიცვალა, 5 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გადაყვანილების 2 გარდაიცვალა საავადმყოფოში.
ამის შესახებ InterPress.ge - ს მათი თანასოფლელმა ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით დამნაშავეს მიმართ სამძებრო ღონისძიებები ტარდება.
"ღამის საათებში ოჯახის 7 წევრი ქორწილიდან ბრუნდებოდნენ. ჩვენი თანასოფლელის მანქანა და მათი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. მეორე მანქანის მძღოლი გოგო იყო, რომელიც ამბობენ, რომ ნასვამი ყოფილი. ოჯახის 4 წევრი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, მათ შორის წ არასრულწლოვანია. 3 კი საავადმყოფოშია, რომელიც მათგანი 2 არასრულწლოვანი და ერთ ერთის მდგომარეობა მძიმეა. დამნაშავე მძღოლი ან იმალება, ან დამალეს. დაზარალებულიები და გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან"- თანასოფლელი.
როგორც შსს InterPress.ge - ს ინფორმაციით ფაქტთან დაკავშირებული საგამოძიებო ღონისძიებები საქართველოს სისხლის სამართლის მე 276 მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


