მივესალმებით საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში, ამ მიმართულებითაც მზად ვართ, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ, - ამის შესახებ ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩემი ოცნება იყო, საქართველოს ვსტუმრებოდი. პირველად, ქართველ ხალხს 1990 წელს შევხვდი, საბჭოთა კავშირის დანგრევამდე. მე უნივერსიტეტში ვასწავლიდი ინგლისში და ქართველ სტუდენტებს შევხვდი ადგილზე. ამ დღის შემდეგ ჩემი ოცნება იყო საქართველოში სტუმრობა. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს და ჩვენ, ისლანდიაში მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, ქართველ ხალხთან სხვადასხვა სფეროში. ყველა ასპექტი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, რეალურად იქნა ჩვენ მიერ განხილული. როდესაც ორმხრივ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ამ კუთხით, საქართველოს სრულიად მხარს ვუჭერთ. აგრეთვე, მივესალმებით საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში. ამ მიმართულებითაც მზად ვართ, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ“, – განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა.
İmedi
.jpg)