შეგახსენებთ, რომ რესტორან "სტუმარ და მასპინძელში" ჩხუბი გვიან ღამით იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება რესტორნის შიდა ტერიტორიაზე დაიწყო, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში 20-მდე პირი მონაწილეობდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ჯგუფიც იმყოფებოდა. სავარაუდოდ, არიან დაშავებულებიც.
Mtavari Arxi
