კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

თურქეთის კულტურული საგანძურები სულთან აჰმედის მეჩეთი

669
თურქეთის კულტურული საგანძურები სულთან აჰმედის მეჩეთი
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთის ქალაქი სტამბოლი სილამაზის, ისტორიის და მეგობრული ხალხის ქალაქია, სადაც დაუვიწყარი დასვენება და განტვირთვა გელოდებათ.

ამ ქალაქში მოგზაურობა არ იქნება სრულყოფილი, თუ მეჩეთებს არ ეწვევით. ყველაზე დიდი სულთან აჰმედის მეჩეთია, ე.წ. “ლურჯი მეჩეთი” (თურქ. Sultanahmet Camii). ეს არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც ისლამური არქიტექტურის განუმეორებელი ქმნილება. მეჩეთს ლურჯი დაერქვა მისი ინტერიერის ლურჯი ფილების გამო.

იგი შენდებოდა 1609-1616 წლებში სულთანი აჰმედ I-ის ბრძანებით, რომლის სახელსაც ის ამჟამად ატარებს. მეჩეთის განსაკუთრებულობას ისიც უსვამს ხაზს, რომ სულთანი დაკრძალულია ამ შენობის აკლდამაში. იგი სტამბოლის უძველეს რაიონში მდებარეობს, რომელიც 1453 წლამდე კონსტანტინოპოლის, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის ცენტრს წარმოადგენდა. მის გვერდით მდებარეობს უძველესი იპოდრომი, ხოლო მოშორებით აია სოფია, ყოფილი ქრისტიანული ტაძარი, რომელიც ამჟამად მეჩეთად არის გადაკეთებული.

მეჩეთის მდებარეობა აია სოფიას პირდაპირ წინასწარ განზრახული იყო, იმის დემონსტრაციისთვის, რომ ოსმალურ და ისლამურ არქიტექტორებს და მშენებლებს შეეძლოთ მათი ქრისტიანი წინამორბედების ქმნილებებთან პაექრობა. თუმცა არქიტექტორმა ვერ მოახერხა აია სოფიაზე უფრო დიდი გუმბათის შექმნა, ნაცვლად მან მეჩეთს დიდებული იერი მისი მინარეთების, ნახევარგუმბათებისა და გუმბათების უზადო პროპორციებით შესძინა. მიუხედავად ამისა, ნაგებობამ აია სოფიას ზომაში ვერ გაუსწრო, რამაც დიდად განარისხა სულთან აჰმედი. შედეგად, ეს ორი ნაგებობა უნიკალურ ისტორიულ და არქიტექტურულ ჩარჩოს ქმნის.

სულთან აჰმედ I–ის ბრძანებით მეჩეთი იზნიქში წარმოებული 210 000 ფილით იქნა შემკული.  შთამბეჭდავია უპირველეს ყოვლისა, თავად ფილების დეკორი, ყვავილოვანი ორნამენტების წალკოტი – მოყვავილე ვარდებით, ტიტებით, მიხაკებით. ფერთა გამაში უმეტესწილად ნათელი მწვანე და ლურჯი ტონები ჭარბობს. გასაკვირი არცაა, რომ სულთან აჰმედის მეჩეთი ევროპაში სწორედ ცისფერი მეჩეთის სახელითაა ცნობილი.
 

თოფქაფის სასახლე

სტამბოლის კიდევ ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა არის თოფქაფის სასახლე. ამ სტატიაში სიამოვნებით მოგიყვებით მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და გაგიზიარებთ სხვადასხვა პრაქტიკულ ინფორმაციას მის შესახებ. სასახლე მდებარეობს სტამბოლში ფატიჰის რაიონში, სულთანაჰმედის კვარტალში, სადაც ქალაქის მრავალი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს.

სანამ სასახლის დათვალიერებას გადაწყვეტთ, აუცილებელია კარგად შეისწავლოთ მისი განლაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაიკარგოთ ან ერთ წრეზე მოგიწიოთ სიარული. იგი ორ ნაწილად იყოფა: პალასი და ჰარემი.

სტამბოლში თოფქაფის სასახლე  ოსმალეთის 25 სულთნის რეზიდენციად ითვლებოდა, რომლებიც ქვეყანას 400 წლის მანძილზე მართავდნენ -  1465 წლიდან 1853 წლამდე. ახლა იგი პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.   სასახლის მშენებლობა მეჰმედ მე-2-ის  ბრძანებით დაიწყო და ფორმალურად დასრულდა 1479 წელს, თუმცა რეალურად მშენებლობა დიდხანს გაგრძელდა, რადგან  ცვლილებების გამო წლიდან წლამდე  იზრდებოდა მისი ფართობი. საბოლოოდ, მისმა ფართობმა 700 000 კვადრატული მეტრი შეადგინა. 

1923 წლიდან კი თოფქაფის სასახლე მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანებით გაიხსნა  როგორც მუზეუმი, სადაც საზოგადოებისთვის წარმოდგენილი ექსპონატების რაოდენობა დღესდღეობით 65 000 ერთეულს შეადგენს.

იგი შედგება ოთხი ცალკეული ეზოსგან, რომლებიც გადაჭიმულია ხუთ კილომეტრზე.

პირველი მოედანი მთელ სარაგლიოზეა გადაჭიმული და მაღალი გალავნითაა შემორტყმული. მთავარ ჭიშკარს იმპერიული კარიბჭე ჰქვია. სალამის დიდ კარიბჭეს მთავარი სასახლისკენ და მეორე მოედნისკენ მივყავართ, სადაც ნახავთ საცხობებს, საჯინიბოსა და საიმპერატორო ჰარამხანას.  

ასევე ამაოებათა კარიბჭეს შევყავართ მესამე მოედანზე, რომელიც სასახლის შუაგულს წარმოადგენს. აქ თვალწარმტაც ბაღს გარს ერტყმის უმაღლესი პალატის დარბაზები, რომლებშიც მოთავსებულია ოსმალეთის იმპერიის დროინდელი საუცხოო საგანძური, მცირე ჰარამხანა, რამდენიმე პავილიონი და აჰმედ III-ის ბიბლიოთეკა.

მეოთხე მოედანს რაც შეეხება, სულთნის პირადი ბაღი იყო, რომელიც შედგება რამდენიმე პავილიონის, ბაღისა და ტერასისგან.

 

რაშან ზიადალიევი (Rashan Ziyadaliev)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →