InterPress.ge-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულის 26 მაისის ქუჩაზე - სოფელ გიზილჰაჭთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო „ფორტი“ გზის პირას გაჩერებულ „მერსედესის“ სატვირთოს შეეჯახა.
ავარიის შედეგად ფორდის მძღოლი მძიმედ დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.
დაშავებულებს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია.
.jpeg)
.jpeg)
