დადგენილების მიხედვით:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1500-ით;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში - 735-ით;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში - 572-ით;
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა კი განისაზღვრა 295-ით.
სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისაგან გათავისუფლების საფუძველი.
