განცხადებების მიხედვით, ტაქსის ლიცენზიის გასაყიდი ფასი მაქსიმუმ 8000 ლარია, ეს მაშინ როდესაც, გასული წლის გაზაფხულზე, როდესაც ვებ-გვერდი შეიქმნა, 15 000 ლარზეც კი ადიოდა.
თუმცა, აღნიშნულ პლატფორმაზე მომრავლდა განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ტაქსის ლიზენციას ერთი, ან ორი წლით უფასოდ გასცემენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გასული წლის 1-ლი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის ლიცენზია მხოლოდ მასზე გაიცემა, ვინც 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას. შედეგად, A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდა. ასევე, შეიქმნა A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ბაზარი, სადაც ნებართვით ვაჭრობა შესაძლებელია.
Bpn
