პროგრამაში აღნიშნულია, რომ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 2024 წელს დაგეგმილია 400-ზე მეტი ახალი პროექტის მხარდაჭერა, რის შედეგადაც მოხდება 500 მილიონ ლარამდე სესხის და 700 მილიონ ლარამდე ინვესტიციის მობილიზება.
გარდა ამისა, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გაგრძელდება მხარდაჭერა საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში და 2024 წლის განმავლობაში, სქემით ისარგებლებს დამატებით 250 პროექტი, სადაც დაგეგმილია 200 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება.
„ამასთან, მიკრო და მცირეო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის კუთხით, 2024 წელს დაგეგმილია ახალი პროგრამის ამოქმედება, რომელიც მიკროსესხების მხარდაჭერას ეხება. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს მიკრო ბიზნესებისთვის 50 000 ლარამდე სესხების ხელშეწყობას, რათა მათ საკუთარი წარმოების გაფართოება/განვითარება შეძლონ. პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს დაგეგმილია 500-მდე მეწარმის მხარდაჭერა,“- ნათქვამია პროგრამაში.
საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა პარლამენტში 5 თებერვალს კომიტეტებში დაიწყება, 8 თებერვალს კი პროცესი უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.
