2022 წელთან შედარებით ავტომობილების განბაჟებიდან სახელმწიფოს მიერ მიღებული საგადასახადო შემოსავალი 112 მილიონი ლარით, ანუ 50%-ით არის გაზრდილი.
განბაჟებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების მატება ავტომობილებით ვაჭრობის სექტორში არსებულ მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის 11 თვეში ავტოექსპორტმა 2 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც 2022 წელს ის 1 მილიარდზე ნაკლები იყო. საქართველოში შემოსული ავტომობილების ღირებულებამ კი გასული წლის 11 თეში 2.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც მთლიანად 2022 წელს ის 1.7 მილიარდ დოლარს არ აღემატებოდა.
კიდევ ერთი ფაქტორი რამაც ავტოიმპორტი წაახალისა სავარაუდოდ 2013 წლამდე წარმოებულ ავტომობილებზე დაწესებული საიმპორტო შეზღუდვაა, რაც 2024 წლიდან ამოქმედდა.
საქართველოში ავტომობილის განბაჟების განაკვეთი ავტომობილის ძრავის მოცულობაზეა მიბმული, თითოეული კუბური სანტიმეტრი შესაბამის თანხორბივ მაჩვენებელზე მრავლდება.
.jpeg)