InterPress.ge Report -ზე დაყრდმობოთ, წერს რომ, ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „X“ გვერდზე გამოქვეყნდა.
„საფრანგეთი კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანის ბრალდებებს საკუთარი გადაწყვეტილების გასასამართლებლად. საპასუხოდ, საფრანგეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი“, – აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობეს საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩს, როდესაც ის სამინისტროში დაიბარეს.
ცნობისთვის, აზერბაიჯანში ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გუშინ გამოაცხადეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუთავსებელი მოქმედების გამო გააძევეს.
