სკეპტიციზმით ევროკავშირის გაფართოებასთან მიმართებაში ზოგადად ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალში, რადგანაც ეს საკითხი ყოველთვის მუსირებდა, ყოველთვის იყო განხილვის საგანი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ იყო წინააღმდეგი საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების. ეს არის შედეგი იმ ძალისხმევის, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია. განსაკუთრებით დიდია საქართველო პრემიერ-მინისტრის როლი, რადგანაც ის უშუალოდ, პირადად იყო ჩართული საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და იმპლემენტაციაში. მის ვიზიტებს განსაკუთრებული შედეგები მოჰქონდა და ჩვენ, დიპლომატებს გვეხმარებოდა უკვე წარმატებული, შედეგზე ორიენტირებული აქტივობები განგვეხორციელებინა“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
İmedi
