ქალაქ ბოლნისში მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს, ნაძვის ხე კი საზეიმოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოქალაქეებთან ერთად აანთო.
ღონისძიებას ბოლნისის ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი დაესწრო. საახალწლო დღეებისთვის ქალაქი ბოლნისი წელს განსაკუთრებულად მოირთო. განათებებს შორის არის ილუმინაციები, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის დავალებით, მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა.
საახალწლო აქტივობა ქალაქ ბოლნისში ნაძვის ხის ანთებით არ დასრულებულა, 28 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქალაქში საახალწლო ღონისძიება გაიმართება
