InterPress.ge- ს ინფორმაციით ბიჭს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როცა გზის გადაკვეთას ცდილობდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიცია იყო მობილიზებული.
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას თავის არეში მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული.
