“სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა თანხმდებიან, რომ ისტორიული შესაძლებლობა არსებობს რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მისაღწევად. ორი სახელმწიფო კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ სურვილს ურთიერთობები დაარეგულირონ და მიაღწიონ სამშვიდობო ხელშეკრულებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე”, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისსა და აზერბაიჯანი პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენისთვის “ხელშესახები ნაბიჯების” გადადგმას მოიცავს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰუმანიტარულ ღირებულებებზე დაყრდნობით და კეთილგანწყობის ნიშნად აზერბაიჯანმა 32 სომეხი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა. თავის მხრივ სომხეთმა ჰუმანიტარულ ღირებულებებზე დაყრდნობით და კეთილგანწყობის ნიშნად 2 აზერბაიჯანი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა.
